აშშ-ს სამართალდამცავებმა კრიპტო თაღლითობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

0
1106

ტრეიდერი ატყუებდა ინვესტორებს და იყენებდა არალიცენზირებულ სტრატეგიას BitMEX–ზე. შედეგად, FBI-მ 24 წლის ტრეიდერი დააკავა.

დაკავებულს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. ბრალი 5 მილიონი დოლარის თაღლითური გზით მითვისებას გულისხმობს.

”ჯერემი სპენსმა არასწორად წარმოადგინა თავისი საინვესტიციო პლატფორმის წარმატება, რათა ადამიანებისთვის ფულის დაბანდების მოტივაცია მიეცა. იმის გამო, რომ მისი ვაჭრობა ნაკლებად მომგებიანი იყო და შესაბამისად, ნაკლებად წარმატებულიც მან თაღლითურ გზებს მიმართა”,- აღნიშნულია FBI-ს გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებაში.

განცხადების პარალელურად, დაკავებული ამტკიცებდა, რომ აწარმოებდა მომგებიან ვაჭრობას BitMEX–ის გამოყენებით. FBI კი ირწმუნება, რომ ჯერემი სპენსმა მოატყუა ინვესტორები BitMEX-ის მუდმივი კონტრაქტების გამოყენების საშუალებით, რათა მოგების მაღალი მაჩვენებლისთვის მიეღწია.

უნდა აღინიშნოს, რომ უმსხვილესი ციფრული ვალუტის ბირჟის, BitMEX-ის მმართველი 2020 წლის ოქტომბერში ფულის გათეთრების ხელშეწყობის ბრალდებით დააპატიმრეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი