ნიგერიის ცენტრალური ბანკი კრიპტო ტრანზაქციებთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

0
1275

ნიგერიის გაერთიანებულმა ბანკმა მოქალაქეები კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ გააფრთხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

Nairaland-ი არის უდიდესი ნიგერიული ონლაინ გაერთიანება, რომელიც 55.000.000 ინტერნეტ მომხმარებელს აერთიანებს. სწორედ ამ ონლაინ სივრცეში გამოქვეყნდა ნიგერიის ცენტრალური ბანკის განცხადება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნიგერიის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტას იურიდიული ძალის მქონე აქტივად არ სცნობს.

“ჩვენი კლიენტების ფულადი სახსრების გარანტირების მიზნით, ნიგერიის ბანკი მონიტორინგს უწევს ციფრული ვალუტით განხორციელებულ ტრანზაქციებს. რისკებიდან გამომდინარე შესაძლოა, დაწესდეს გარკვეული შეზღუდვებიც”,- აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მედიაში ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ატიკუ აბუბაკარი ქვეყანაში კრიპტოვალუტის განვითარებას მხარს უჭერს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის პოზიციის დაფიქსირებამდე, მარტის თვეში ნიგერიის მარეგულირებელმა საწინააღმდეგო შინაარსის განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ ისინი კრიპტოვალუტის გამოყენებისგან თავს შეიკავებდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიგერიის დეპოზიტების სადაზღვეო კორპორაციასა და ცენტალურ ბანკს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მსგავსი პოზიცია აქვთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი