ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა კრიპტოვალუტის SOP-ების შემუშავების შესახებ გეგმა გამოაქვეყნა

0
862

ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა, ინდოეთის კრიპტოვალუტებისთვის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOPs) შემუშავების შესახებ გეგმა გამოაქვეყნა.

მინისტრი დანიშვნის დღიდან მოუწოდებს მთავრობას გლობალური თანამშრომლობისაკენ, რათა მის ქვეყანაში არსებული კრიპტო მარეგულირებელი გაურკვველობა აღმოფხვრას და ფინანსური სტაბილურობის რისკები მინიმუმამდე შეამციროს.

მინისტრი, ცოტა ხნის წინ, ასევე დაინიშნა G20-ის პრეზიდენტად. ნირმალა სითჰარამანმა განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტის საკითხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასამართ საერთაშორისო შეხვედრებზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება.

მინისტრი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ლიდერებთან ისაუბრებს აღნიშნულ საკითხზე და ამით ეცდება ინდოეთში ფინანსური კრიზისის დაძლევის გზების მოძიებას.

G20 არის საერთაშორისო ფორუმი გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების განსახილველად.

ნირმალა სითჰარამანმა კრიპტოვალუტის ნეგატიურ მხარეებზეც ისაუბრა. მან ინდოეთში სამართალდამცავების მიერ აღმოჩენილი ფულის გათეთრების მაგალითები მოიყვანა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი