Crypto.com-მა შემთხვევით კლიენტს 10,5 მილიონი დოლარი გადაურიცხა

0
894

Crypto.com-მა შემთხვევით კლიენტს 100 დოლარის დაბრუნების ნაცვლად 10,5 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

საინფორმაციო გამოშვება 7News-ის ცნობით, ორმა მელბურნელმა ქალმა, მანიველ თევამანოგარმა და მისმა დამ განგადორი თევამანოგარმა, მიიღეს 10,5 მილიონი AUD დეპოზიტი სინგაპურის კრიპტოვალუტის ბირჟისა Crypto.com-ისგან.

ეს კი მოხდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა დაუშვა შეცდომა 100 AUD დოლარის დაბრუნებისას. დაბრუნებული თანხის ნაცვლად, თანამშრომელმა, სავარაუდოდ, აკრიფა ანგარიშის ნომერი გადახდის განყოფილებაში, რის შედეგადაც მათ საბანკო ანგარიშზე არასწორი გადარიცხვა განხორციელდა.

ინციდენტი მოხდა ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში, თუმცა მისი აღმოჩენა კომპანიის მიერ ჩატარებულ 2021 წლის დეკემბრის აუდიტის დროს ვერ მოხდა. სარჩელის შეტანის შემდეგ, ვიქტორიას უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანხები უნდა დაბრუნდეს კომპანიაში.

თუმცა, ირკვევა, რომ მანიველმა უკვე დახარჯა 1,35 მილიონი AUD დოლარის ღირებულების თანხები კრეიგიბერნში მდებარე ხუთ ოთახიანი ძვირადღირებული სახლისთვის. მას დაევალა ქონების გაყიდვა და დარჩენილი თანხის დაბრუნება.

”ეჭვგარეშეა, რომ თუ მსგავსი ოდენობის თანხას თქვენს ანგარიშზე აღმოაჩენდით უნდა მიხვედრილიყავით, რომ ის თქვენ არ გეკუთვნით და უნდა დაგერეკათ გადამრიცხავი კომპანიისათვის და შეგეტყობინებინათ აღნიშნული ოპერაციის შესახებ”,- განაცხადა აღნიშნულ საქმეში ჩართულმა იურისტმა, ჯასტინ ლოურენსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი