საფრანგეთმა კრიპტოვალუტაზე დაწესებული გადასახადი, შესაძლოა შეამციროს

0
1512

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის საფინანსო კომიტეტმა საგადასახადო კანონპროექტით ცვლილებების განხორციელება დაანონსა. ცვლილებების შედეგად, კრიპტოვალუტისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო შეიქმნება.

ამის შესახებ ყოველდღიური ფრანგული გამოცემა Le Figaro იტყობინება.

ეროვნული ასამბლეის საფინანსო კომიტეტის მიერ მიღებული ცვლილებები კრიპტოვალუტის დაბეგვრის საკითხს ეხება. თუკი დოკუმენტის საბოლოო ვერსია დამტკიცდება კრიპტოვალუტის დაბეგვრის გადასახადი კაპიტალის საშემოსავლო გადასახადს გაუთანაბრდება.

ამჟამად, კრიპტოვალუტა 36.2%-ით იბეგრება. თუკი კანონში ცვლილებები შევა, მაშინ საპროცენტო განაკვეთი 30%-მდე შემცირდება. ცვლილებები კი ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საფრანგეთის მთავრობამ კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გახადა ახალი ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტის მიმართ.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ისურვებდა, რომ საფრანგეთი “სტარტაპ ქვეყანა” გახდეს. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მეღმა კი განაცადა, რომ ქვეყანა Blockchain რევოლუციისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში დეპუტატების ვალერია ფაურ-მანთაიენის, კრისტინა ჰენაიონის და ერიკ ბათორელის მიერ საკანონდმებლო ორგანოში შეთავაზებული ცვლილების თანახმად, ყველა კრიპტოვალუტის ბაზრის მონაწილეს მარეგულირებლისგან თანხმობა უნდა მიეღო, რათა ბირჟებს ლეგალურად შესძლებოდათ მუშაობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი