დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის რეგულაციას მკაცრი ნორმებით არ გეგმავს

0
2166

ბრიტანეთის კრიპტოვალუტის თვითრეგულირებადი ვაჭრობის ასოციაციამ პარლამენტში რამდენიმე დეპუტატს მიმართა სექტორში ხელსაყრელი რეგულაციების დაცვისთვის.

ქვეყნის პარლამენტის სავაჭრო კომიტეტი კვლევის დაწყებას გეგმავს, რათა შეისწავლოს ციფრული ვალუტების როლი დიდ ბრიტანეთში.

კრიპტოვალუტის თვითრეგულირებადი ვაჭრობის ასოციაციიამ განაცხადა, რომ რეგულაცია უნდა იყოს უფრო მეტად კონცენტრირებული ბროკერებსა და სავაჭრო პლატფორებზე, ვიდრე თავად ციფრულ ვალუტაზე.

ამასთანავე, შექმნილი ჯგუფი იზრუნებს კრიპტოვალუტასა და ტრადიციული ვალუტას შორის სხვადასხვა მარეგულირებელ საკითხებზე.

“ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე, ეს შეიძლება მიღწეული იყოს შედარებით მარტივად, განსაკუთრებული კანონმდებლობის საჭიროების გარეშე. ვფიქრობ, ეს დიდი გავლენას მოახდენს, როგორც მომხმარებელთა კუთხით რისკის შემცირებაზე ასევე, გააუმჯობესებს ინდუსტრიის სტანდარტებს”, -აღნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელმა იქბალ გენდემმა.

გენდემმა განაგრძო სხვა ქვეყნების მაგალითებზეც საუბარი და დიდ ბრიტანეთში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე ისაუბრა:

“ეს არის მიდგომა, რომელიც უკვე კარგად მუშაობს სხვა ქვეყნებში. მაგალითად, იაპონიასა და გიბრალტარში. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მთავრობამ აქტიური ქმედებებისკან გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და ამ ნაბიჯებმა გააძლიეროს დიდი ბრიტანეთის როლი მსოფლიო საფინანსო სისტემაში”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი