ოლიმპიურ სოფელში თხილამურების ქირის გადახდა ეთერიუმით არის შესაძლებელი

0
2770

ბოლო დროს სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟები მსოფლიო კრიპტო სისტემის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. ამის პარალელურად, Forbes-ი იუწყება, რომ ოლიმპიურ სოფელში სამთო-სათხილამურო აღჭურვილობის მაღაზიაში კლიენტებს თხილამურების ქირის თანხა შეუძლიათ ეთერიუმით გადაიხადონ.

გამომდინარე იქიდან, რომ ეთერიუმით გადარიცხვის საფასური დაბალია, ასევე, ეთერიუმის “უნივერსალური” ბუნების გათავალისწინებით, სტატიის ავტორს უკვირს თუ, რატომ არ მიმართავენ გადახდის იმავე მეთოდს სხვა მაღაზიები.

Forbes-ის ინფორმაციით, მეწარმეთა უმეტესობა მოელოდა, რომ ეთერიუმით ვაჭრობას Coinduck პლათფორმა უზრუნველყოფდა. როგორც ცნობილია, Coinduck-ი ერთ-ერთი პირველი პლათფორმაა ეთერიუმით გადახდის სისტემაში.

დღეს, მთელი მსოფლიო მედიის ყურადღება ოლიმპიურ თამაშებზეა გადატანილი. ეს არის მოვლენა, რომელიც ყველა საკითხს მათ შორის კრიპტოვალუტასაც ჩრდილავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება. ადამიანები ციფრულ ვალუტას აქტიურად იყენებენ ისეთი გლობალური მოვლენების დროს, როგორიცაა ოლიმპიადა.

მსგავსი ფაქტები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების მასშტაბურობა, სიძლიერე და ამავდროულად, მოქნილი სისტემა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი