საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკი რიპლისთან პარტნიორობას იწყებს

0
1827

საუდის არაბეთის სავალუტო ორგანომ, იგივე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რიპლისთან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, საუდის არაბეთის ბანკები რიპლის გადახდის ტექნოლოგიას საზღვარგარეთ ტრანზაქციებისათვის გამოიყენებენ.

ცენტრალურმა ბანკმა და რიპლიმ შეიმუშავა საპილოტო პროგრამა, რათა უზრუნველყონ ბანკების მიერ გადარიცხვების სისწრაფე. რიპლის პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა ბანკებმა მყისიერად განახორცილეონ საზღვარგარეთ გადარიცხვები.

“მსოფლიოს ცენტრალურ ბანკები Blockchain-ის ტექონოლოგიის აღიარებისკენ ისწრაფვიან. მთავარი მიზანი ის არის, რომ საზღვარგარეთ ტრანზაქციების განხორციელებისას მომხმარებლებსა და კორპორაციებს ნაკლები ბარიერების გადალახვა მოუწიოთ.

საუდის არაბეთის სავალუტო ორგანო, როგორც ცენტრალური ბანკი, პასუხისმგებელია უზრუნველყოს ბანკებისათვის რესურსები, რათა რიპლის გამოყენებით მყისიერად მოხდეს გადარიცხვები”,- განაცხადა რიპლის ინოვაციური ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელმა დილიპ რაომ.

შეგახსენებთ, რომ რიპლი 100-ზე მეტ საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მათ შორის არის LianLian International-ი, ჩინეთში დაფუძნებული კომპანია, რომელიც გადახდის სერვისების პროვაიდერია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი