ევროკავშირის ბანკები DLT-ზე დაფუძნებულ ანგარიშსწორების შემოღებას განიხილავენ

0
913

ევროკავშირის ცენტრალური ბანკები DLT-ზე დაფუძნებული ანგარიშსწორების სისტემაზე მუშაობენ.

ევროპის ცენტრალური ბანკები აძლიერებენ ძალისხმევას, რათა ანგარიშსწორებაში განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგია (DLT) იქნეს გამოყენებული.

Banca d’Italia და Deutsche Bundesbank-ი, იტალიისა და გერმანიის ცენტრალური ბანკები პროექტზე სამუშაოდ გაერთიანდნენ.

ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ერთობლივი სემინარის მთავარი მიზანი არ იყო DLT-ის გამოყენება, როგორც ჩვეულებრივი სისტემების შემცვლელი.

ამის ნაცვლად, ინიციატივა მიზნად ისახავს შეავსოს ცენტრალური ბანკის ფულადი ანგარიშსწორების ამჟამინდელი პრაქტიკა პროგრამირებადი მექანიზმით, რომელიც აკავშირებს DLT-ზე დაფუძნებულ აქტივს და ნაღდ ფულს, რომელიც ჩვეულებრივი გადახდების სისტემებით უნდა იქნეს გამოყენებული.

“შემოთავაზებული სისტემა მინიმუმამდე დააყენებს კონტრაგენტის რისკს ორივე მხარისთვის ანგარიშსწორების მიწოდება-გადახდის რეჟიმის შენარჩუნებით”,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს პროექტზე აქტიურად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე ბანკმა კონსულტაციები ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაასრულა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი