რუსული მაინინგის კომპანია გაფართოებას განაგრძობს

0
1166

რუსული კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანიის BitRiver–ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, იგორ რუნეტსმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს „კომერსანტს“ განუცხადა, რომ კომპანია აქტიურად აფართოვებს შესაძლებლობებს, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების მხრიდან.

გლობალური კრიპტოვალუტის მოპოვების ოპერატორები სულ უფრო ხშირად პორტირდებიან რუსულ ბაზარზე, რადგან მზარდი ბიზნესი სულ უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს. ამ დროს კი ოპერატორები ცდილობენ, მოძებნონ კრიპტომეგობრული ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიის დაბალი ფასებია.

როგორც BitRiver–ის აღმასრულებელი ამბობს ჯერჯერობით მაინინგის ცენტრებში გარკვეული პრობლემებია შექმნილი, რომელთა აღმოფხვრაც მომდევნო 18 თვის განმავლობაშია დაგეგმილი.

პროცესი გაწელილია, რათა არ მოხდეს მომხმარებლებისათვის შეფერხებულად სერვისის მიწოდება. BitRiver-ი რუსეთში და დსთ-ს რეგიონში ბიტკოინის მაინინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიად მიიჩნევა.

ამჟამად კომპანია ორ ახალ მონაცემთა ცენტრს რუსეთში აშენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი