ნიგერიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში კრიპტოვალუტა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება

0
1249

საერთაშორისო სტატისტიკების კომპანიამ, Statista-მ, ცოტა ხნის წინ, ნიგერიაში კრიპტოვალუტის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთაგან ყოველი მესამე ნიგერიის მოქალაქე ფლობდა, ან აპიებდა, უახლოეს მომავალში, კრიპტოვალუტის შეძენას.

მონაცემების თანახმად, ნიგერია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გადადის ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობით.

აღნიშნული სავარაუდოდ გამოიწვია მობილურის გადასახადების გათანაბრებამ. ამან მოსახლეობას საშაუალება მისცა დაინტერესებულიყვნენ დასაინტალირებელი ბიტკოინ პროგრამებით და აქტიურად დაიწყეს საჭირო აპლიკაციებისა და ზოგადად კრიპტო ინფორმაციის მოძიება.

ციფრულ ვალუტაზე მოთხოვნა, მიუხედავად ნიგერიის ცენტრალური ბანკის რეგულაციებისა, იზრდება. ქვეყნის ცენტრალური ბანკი კი კრძალავს ფინანსური მოსახურების გაწევას კრიპტოვალუტაში. თუმცა თებერვლის თვეში 36%-ანი ვაჭრობის ზრდა მაინც დაფიქსირდა.

Google Trends-ის თანახმად, ნიგერია ასევე დომინირებს საძიებო ველში ხშირად საკვანძო სიტყვით – “ბიტკოინის” მოძებნით.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის მიღება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იზრდება. გამოკითხული ვიეტნამელების 21%-ი აქტიური კრიპტო მოვაჭრეა. ასევე გამოკითხვაში მონაწილე ფილიპინელი მონაწილეების 20% იმავეს პასუხობს.

Statista მიიჩნევს, რომ აღნიშნული კრიპტო აქტივობა არა მაინინგით, არამედ საერთაშორისო და შიდა ტრანზაქციების სიმრავლით არის გამოწვეული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი