კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2377

კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი კურსის შემცირებამ ინვესტორებს შორის შეშფოთება გამოიწვია. ანალიტიკოსები ინვესტორებს ურჩევენ, რომ კრიპტოვალუტაში კაპიტალდაბანდება არა ერთიანად არამედ, ეტაპობრივად განახორციელონ.

ბიტკოინი

28 ივნისს ბიტკოინმა ვაჭრობა 6.000 დოლარზე ოდნავ ქვემოთ დაასრულა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ბიტკოინი ცდილობს, რომ 6.000 დოლარის ნიშნულს ასცდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინი 6.000 დოლარს მიაღწევს ეს იქნება კურსის შემდგომი ზრდის პირველი ნიშანი. 6.000 დოლარის შემდეგ, მოსალოდნელი ფასი არის 6.877 დოლარი.

თუმცა, თუ ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა და ბიტკოინის კურსი ჩამოსცდა 6.000 დოლარს მომდევნო ფასის მაჩვენებლები 5.900 და 5.450 დოლარი იქნება.

უკიდურესად დაბალი ფასი, რაც კი ბიტკოინმა შეიძლება აჩვენოს არის 5.000 დოლარი.

ეთერიუმი

ეთერიუმი ბიტკოინის მსგავსად კურსის შემცირებას განიცდის. კლების კუთხით, მოსალოდნელი დონე არის 358 დოლარი.

27 ივნისს ეთერიუმს მცდელობა ჰქონდა, რომ 450 დოლარზე მიეღო მხარდაჭერა. ამ ეტაპზე, ეს კურსი წინააღმდეგობის ზღვარად მიიჩნევა და, თუ ეთერიუმმა ამ დონის გადალახვა მოახერხა ეს ფასის ზრდის პირველი ნიშანი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტამ კურსის კლება განაგრძო მოსალოდნელი დონე 358 დოლარი იქნება.

თუმცა, თუ ფასის ეს ნიშნულიც ვერ შეინარჩუნა ეთერიუმმა მაშინ, კრიპტოვალუტის კურსი 275 დოლარამდე შემცირდება.

რიპლი

28 ივნისს, რიპლი 0.44 დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა.

ფასის შემცირებისას შემდეგი მაჩვენებელი 0.24 დოლარია.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ რიპლიმ კურსის ზრდა მოახერხა ფასის შემდეგი ნიშნული 0.56 დოლარი იქნება.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ისთვის მომდევნო მხარდაჭერის დონე 620 დოლარზე განისაზღვრება.

თუმცა, თუ კრიპტოვალუტა ამ დონეს ვერ მიაღწევს მაშინ მოსალოდნელია, რომ კურსი 537 დოლარზე ჩამოვიდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მანამდე არ განახორციელონ არანაირი სახის ვაჭრობა, სანამ კრიპტოვალუტის ფასი მცირედიდ მაინც არ გამყარდება.

ლაიტკოინი

27 ივნისს ლაიტკოინის ფასის გაუმჯობესების მცდელობა ჰქონდა, თუმცა ვერ მოახერხა.

ლაიტკოინმა კურსის კლება თუ გააგრძელა მოსალოდნელი დონეებია: 75 და 67 დოლარი. ლაიტკოინის ფასის მომატებას დაიწყებს მაშინ, როდესაც 107 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

ბიტკოინ Cash-ის მსგავსად ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ინვესტიცია მაშინ განახორციელონ, როდესაც ლაიტკოინის კურსი გამყარდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი