თომას პეტერფი: პორტფელის 2%-3%-ის ქონა კრიპტოვალუტებში გონივრულია

0
1097

წარსულში კრიპტოვალუტისადმი ნეგატიურად განწყობილი ინვესტორები ინფლაციისაგან შეშფოთებულნი ახლა სულ უფრო და უფრო ხშირად ყიდულობენ ბიტკოინს.

ამ ფაქტის დამადასტურებელია მილიარდერი თომას პეტერფის კომენტარი, რომელმაც Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გონივრული იქნებოდა პორტფელის 2%-3%-ის ქონა კრიპტოვალუტებში იმ შემთხვევაში, თუ ტრადიციული ვალუტა “ჯოჯოხეთში წავა”.

როგორც ცნობილია, მისი ქონება 25 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პეტერფის კომპანიამ, Interactive Brokers Group Inc.-მა განაცხადა, რომ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კლიენტებს კრიპტო ვაჭრობას 2020 წლის შუა რიცხვებიდან სთავაზობდა.

ამჟამად, კომპანია მომხმარებელს ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინითა და Bitcoin Cash-ით ვაჭრობას სთავაზობს. თუმცა ამ თვეში ამ არჩევანს კიდევ 5-დან 10 მონეტამდე გააფართოვებს.

თომას პეტერფიმ, რომელიც თავად ფლობს კრიპტოვალუტებს, აღნიშნა, რომ შესაძლებელია ციფრულმა ვალუტამ არაჩვეულებრივი შემოსავალი მოიტანოს, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი მათგანი ნულამდე დაეცემა.

დეკემბრის დასაწყისში კი თომას პეტერფიმ განაცხადა, რომ ბიტკოინი შესაძლოა, 100,000 დოლარამდე გაზრდილიყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი