23 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1080

დღევანდელი მონაცემებით, ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა.

CoinMarketCap-ის ტოპ 10 კრიპტოვალუტის კურსის კლება 0.05%-დან 3.69%-მდე ფიქსირდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი დაახლოებით 1.52%-ით არის შემცირებული.

23 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 12.914 დოლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტის კურსი ინარჩუნების 12.900 დოლარის პოზიციას. თუმცა წინა დღის მაჩვენებლებთან შედარებით ფასი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებულია.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე მაღალი ფასი 21 ოქტომბერს 13.184 დოლარზე დაფიქსირდა. კრიპტოვალუტის ყველაზე დაბალი კურსი კი 16 ოქტომბერს 11.223 დოლარზე აღმოჩნდა.

ბიტკოინი კვლავ ინარჩუნებს უმსხვილესი კრიპტოვალუტის სტატუსს. ციფრული ვალუტის ბაზარზე ბიტკოინის წილი 61%-ს შეადგენს.

CoinMarketCap-ის სიის პირველ ათ კრიპტოვალუტას შორის ფასის ყველაზე მეტი კლება კარდანოს უფიქსირდება.

კარდანოს კურსის კლება 3.69%-ს შეადგენს. კრიპტოვალუტის ფასი კი მხოლოდ 0.11 დოლარია. ამასთავანე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 3.99%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციას: კარდანოს კაპიტალიზაცია 3 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი