3 ივნისს მაიამის Bitcoin 2021-ის კონფერენცია დაიწყება

0
1548

მაიამის კრიპტოვალუტის კონფერენციაზე დასწრების მსურველთა სია 50,000-ს აჭარბებს.

მაიამის Bitcoin 2021 კონფერენცია ცნობილია, როგორც ყველაზე დიდი მოვლენა კრიპტო ისტორიაში, ორგანიზატორები დიდ ჩართულბას ელიან. ღონისძიება, რომელიც 3 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში გაიმართება ინდუსტრიის ცნობილ და ნაკლებად ცნობილი წევრებს უმასპინძლებს.

დამსწრეთა სიაში შედის ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი, MicroStrategy-ს აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ სეილორი, ვაიომინგის სენატორი სინტია ლუმისი და Square-ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი.

Fox Business-ის ინფორმაციის თანახმად, ორგანიზატორები 50,000-ზე მეტ დამსწრეს ელიან. ბოლო წლების მანძილზე მაიამი წარმოჩინდა, როგორც მთავარი ტექნიკური ცენტრი, Wynwood სამეზობლოში. უფრო ზუსტად კი გადაიქცა ტექნოლოგიისა და ინოვაციების ცენტრად. კრიპტო კონფერენცია გასულ წლებში ლოს-ანჯელესში ტარდებოდა, მაგრამ წელს ორგანიზატორებმა ადგილის შეცვლა გადაწყიტეს.

”გარდა ქალაქის ცვლილებისა, ჩვენ ვცდილობთ კონფერენციის დღეების რაოდენობა გავზარდოთ, რაც COVID-19–ის აცრების ფონზე უფრო უსაფრთხოც იქნება”,- განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი