ფინანსურმა დანაშაულის სააღსრულებო ქსელი ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით კომენტარების განხილვას აგრძელებს

0
1082

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი კრიპტოვალუტის ახალი სახის მონიტორინგის შესახებ წინადადების დაჩქარებას მოითხოვს.

მიუხედვად ამისა, ფინანსურმა დანაშაულის სააღსრულებო ქსელმა განაცხადა, რომ იგი აგრძელებს კომენტარების დროის გახანგრძლივებას.

თავდაპირველი კომენტარის პერიოდი მხოლოდ 15 დღით იყო განსაზღვრული. “ფინანსური დანაშაულის სააღსრულებო ქსელი მიმდინარე კომენტარებს აფასებს. ამჟამად განხილულია 7500 კომენტარზე მეტი და პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს”,- ნათქვამია განცხადებაში.

კრიპტო სექტორის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ კომენტარების დროის გახანგრძლივება კრიპტო ინდუსტრიის მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.

ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელის შეთავაზება ძირითადად გულისხმობს შემდეგს: აშშ-ს მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან შეატყობინონ კრიპტოვალუტის ანგარიშები სახელმწიფო ფინანსურ ორგანოებს, თუ ანგარიშებზე განთავსებული თანხა 10,000 დოლარზე მეტი იქნება.

წინადადებამ კრიპტო საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ციფრული სექტორის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი კრიპტო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი