Facebook-ის კრიპტო პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ივნისში გაცხადდება

0
1560

სოციალური ქსელის, Facebook-ის ცნობით, ამ თვეში კომპანიის კრიპტო პროექტის შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ სოციალური ქსელის ციფრული ვალუტა დეცენტრალიზებული იქნება.

უკვე რამდენიმე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია Facebook კრიპტოვალუტის პროექტის შესახებ. თუმცა ამ დრომდე კომპანიას ოფიციალური პოზიცია არ ჰქონდა დაფიქსირებული.

მაისის მიწურულს Financial Times-მა განაცხადა, რომ Facebook-ი მოლაპარაკებს Coinbase-თან მართავდა. მაისის დასაწყისში კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი PayPal-ის პერსონალთან თანამშრომლობდა.

Bloomberg-მა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტა წლის ბოლომდე შეიქმნებოდა.

New York Times-ის რეპორტიორის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ Facebook-ი 1 მილიარდი დოლარი დახარჯვას კრიპტოვალუტის პროექტში აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა ახალი საფინანსო კომპანია Libra Networks-ი ჟენევაში დააფუძნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი