14 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1469

კვირას, 14 აპრილის ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა.

გუშინ ბიტკოინის ფასი 5.100 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. უფრო კონკრეტულად კი, ბიტკოინის კურსი 5.098 დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ბიტკოინი ფასი 1%-ით ნაკლებია იმ მაჩვენებელზე, რომელზე ვაჭრობაც წინა კვირის ორშაბათს დაიწყო.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი კვლავ ინარჩუნებს კაპიტალიზაციით მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის პოზიციას. ეთერიუმის კაპიტალიზაცია 17.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ალტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით 164 დოლარს შეადგენდა.

კვირას დაფიქსირებული ეთერიუმის ფასი დაახლოებით 12%-ით ნაკლებია, ვიდრე წინა პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებელი, როდესაც ალტკოინის ფასი 184 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 173 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი