ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასი კლების ტენდენციას მალე დაასრულებს

    ნოემბრიდან მოყოლებული ბიტკოინმა ნამდვილად განიცადა კორექტირება: კრიპტოვალუტამ 10 ნოემბერს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ამ დღეს ციფრული ვალუტის კურსი დაახლოებით 69.000 დოლარს შეადგენდა. მიმდინარე პერიოდში კი ბიტკოინის კურსი დაახლოებით 17%-ით არის შემცირებული.

    Forbes-ი, მიიჩნევს, რომ ამჟამინდელმა ვარდნამ ბაზრები უკან დახევის რეჟიმში ჩააგდო. ნოემბრის ვარდნა რეალურად 2021 წლის ყველაზე სუსტი კორექტირება იყო. თუმცა მიუხედავად ამისა, მან დაჩრდილა 53.4%-იანი კორექტირება, რასაც ამ წლის აპრილიდან ივლისამდე ვალუტა განიცდიდა.

    „Week Onchain-ის“ ანგარიშში, ანალიტიკის პროვაიდერი, Glassnode-ი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კორექტირება ბიტკოინის მფლობელებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამავდროულად, ფასის შემცირება მიანიშნებს იმაზეც, რომ ის შეიძლება მალე დასრულდეს.

    საინტერესო ფაქტია, რომ დეკემბრის ბოლო 5 სავაჭრო დღისა და იანვრის პირველი 2 სავაჭრო დღის განმავლობაში ფასები იზრდება.

    ეს ხდებოდა კრიპტო ბაზრებზე წინა წლებშიც და სრულიად მისაღები მოვლენაა ამ პერიოდში ფასის მატება.

    შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, ბიტკოინის ფასების 47%-იანი მატება, ხოლო 2017 წლის დეკემბერში 80%-იანი მატება დაფიქსირდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *