რეი დეილიო: ბიტკოინს ოქროს მსგავსი ღირებულება აქვს

0
1225

ჰეჯ-ფონდის მენეჯერი, რეი დეილიო ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.

თუმცა ის არ ფიქრობს, რომ მთავრობები ციფრულ ვალუტას კონკურენციის გაწევს საშუალებას მისცემენ.

”მე მჯერა, რომ ბიტკოინის გამოგონება ერთი დიდი საქმეა. ახალი ტიპის ფულის გამოგონება ხდება სისტემის საშუალებით, რომელიც კომპიუტერშია დაპროგრამებული. სისტემა დაახლოებით 10 წელია მუშაობს და სწრაფად იძენს პოპულარობას. როგორც ფულის სახეობა-საოცარი რამ არის.”,-აღნიშნა მედიასთან საუბრის დრო რეი დეილიომ.

დაახლოებით ერთი წლის წინ Bridgewater Associates– ის თანათავმჯდომარემ, რეი დეილიომ ბიტკოინის შესახებ ისიც აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს აშშ დოლარი სტაბილურობით ნამდვილად არ გამოირჩევა.

მედიასთან ინტერვიუს დროს რეი დეილომ განაცხადა, რომ კორონავირუსმა ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. ეს ფაქტი მხოლოდ ამერიკას არ ეხება. გარკვეული ფინანსური კრიზისი ყველა სახელმწიფოს შეექმნა.

”ამ ეტაპზე ფულადი სახსრები თითქმის ყველაზე ცუდი ინვესტიციაა. დადგა დრო, რომ ვიფიქროთ ალტერნატიულ საშუალებაზე, ისეთზე როგორიც არის ბიტკოინი”,- განაცხადა რეი დეილიომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი