6 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1168

ოთხშაბათს, 6 იანვარს ციფრული ვალუტების ფასები წინა დღის მონაცემებთან შედარებით გაუმჯობესდა.

ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის 8%-ით გაიზარდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 34.800-სა და 35.700 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინზე ვაჭრობის დახურვა ბოლო ოთხი დღეა 30.000 არ ჩამოსცდენია.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი პოზიციის შენარჩუნებას განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ეთერიუმის ღირებულება თითქმის 10%-ით გაიზარდა.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 1180 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 4 იანვარს მიაღწია. ამ დღეს ციფრული ვალუტის კურსი 1.153 დოლარზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 976.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი