11 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1344

პარასკევს, 11 დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი კლების ტენდენციას განაგრძობდა. 24 საათის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი 6%-დან 12%-მდე შემცირდა.

დღეს, ბიტკოინის ფასი 18.000 დოლარის ბარიერის ქვემოთ აღმოჩნდა.

გუშინ, დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 17.957 დოლარს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ 11 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში ბიტკოინმა 17.900 დოლარის დონის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კი ბიტკოინის კურსმა 6.89% დაკარგა და საბოლოოდ კრიპტოვალუტის ფასი 17.742 დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსმა ერთი დღე-ღამის განმავლობაში 3.34%-ით დაიკლო. გუშინ ეთერიუმის კურსი მერყეობდა, თუმცა არა დიდი დიაპაზონით. ციფრული ვალუტის ფასი ძირითადად 560-სა და 574 დოლარს შორის მოძრაობდა.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 522,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი