ეგვიპტის ცენტრალური ბანკი სახელმწიფო ვალუტის ციფრული ვერსიის გამოშვებას გეგმავს

0
1747

ეგვიპტის ცენტრალური ბანკი ეგვიპტის ფუნტის ციფრული ვერსიის დანერგვას ითხოვს ხარჯების შესამცირებლად.

ამის შესახებ ადგილობრივი ინგლისურენოვანი საინფორმაციო გამოშვება Amwal Al Ghad-ი იტყობინება.

ეიმან ჰუსეინმა, ეგვიპტის ცენტრალური ბანკის მმართველმა, აბუ დაბის კონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალუტის ციფრული ვერსიის დანერგვის შესახებ კვლევა მიმდინარეობდა.

ეგვიპტე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალუტის ციფრულმა ვერსიამ შეიძლება გაცემისა და ვაჭრობის ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანოს.

“ეს არის ერთი ნაბიჯი “უნაღდო საზოგადოების” შექმნისკენ”,- აღნიშნა მედია საშუალებამ.

Amwal Al Ghad-ი ჰუსეინის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები სწავლობენ იმ პროცესებს, თუ რა გავლენას ახდენს ციფრული ვალუტა, როგორც კლინტებზე ასევე ბანკებზეც.

შეგახსენებთ, რომ მაისში მსოფლიოში მეხუთე უმსხვილესი ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის დატესტვის პროცესში იყო. როგორც მედიისთვის არის ცნობილი, იაპონიის Mitsubishi UFJ Financial Group-ი 2019 წლის დასაწყისში საკუთარ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს. ბანკის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოსალოდნელი მომხმარებლების რაოდენობა 100.000-ს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი