16 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1372

კვირას, 16 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტოპ 20 ციფრული ვალუტის კურსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 2%-ზე ცოტა ნაკლებით შეძლო ფასის ზრდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის მანძილზე მიმდინარე ფასები ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე 15 დეკემბერს დაფიქსირებული მაჩვენებელი. 15 დეკემბერს ბიტკოინის კურსმა დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასი 3.191 დოლარზე აჩვენა.

რაც შეეხება რიპლის: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რიპლის კურსიც გაუმჯობესდა. რიპლიზე ვაჭრობა 0.28 აშშ დოლარიდან დაიწყო და 0.29 დოლარამდე გაიზარდა.

კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასი მეტ-ნაკლები სიმყარით გამოირჩეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის კურსი 0.28 დოლარის ქვემოთ არ ჩასულა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 16 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 103 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი