კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1404

ამ კვირაში კრიპტოვალუტების ფასმა საგრძნობლად დაიკლო. ანალიტიკოსები განსაკუთრებით დამაიმედებელს ვერაფერს ამბობენ.

ბიტკოინი

კვირის განმავლობაში ბიტკოინი ცდილობდა 5.000 დოლარის ნიშნულს დაბრუნებოდა. თუმცა შაბათს ფასის მკვეთრმა ვარდნამ 4.000 დოლარის დონე გახადა შესანარჩუნებელი.

ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინის ფასი 3.500-სა და 3.000 დოლარს შორის იმოძრავებს.

ფასის ზრდის ტენდენცია იქნება, როდესაც კრიპტოვალუტა 5.000 დოლარის დონეს მიაღწევს.

ამ ეტაპზე ექსპერტები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

რიპლი

რიპლის კურსი 0.40 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ალტკოინს 0.37 დოლარზე ექნება მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის კურის შემცირდა მოსალოდნელია, რომ ფასი 0.27 დოლარზე დაფიქსირდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

ეთერიუმი

ეთერიუმისთვის 141 დოლარის დონე უკვე ძნელად მისაწვდომი გახდა. ბოლო რამდენიმე დღე კრიპტოვალუტის კურსი 120 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ამ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ ალტკოინის ფასი 110 დოლარამდე შემცირდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასების ცვლილების შემდეგ ურჩევენ ვაჭრობას.

ლაიტკოინი

უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში ლაიტკოინი ფასის მომატებას ცდილობდა. ფასის ზრის ტენდენციად მიიჩნევა პოზიცია, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 47-დან 49 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

მეორეს მხრივ, თუ ალტკოინმა ფასის შემცირება დაიწყო მოსალოდნელია, რომ 32-სა და 29 დოლარის შუალედში იმოძრაოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასების ცვლილებას დააკვირდნენ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

მონერო

21 და 22 ნოემბერს მონერო 72 დოლარის დონის მიღწევას ცდილობდა. თუმცა კრიპტოვალუტამ ამ ნიშნულს ვერ მიაღწია და ფასები ძირითადად 60 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

თუკი ალტკოინი ზრდას დაიწყებს სამიზნე ფასად 72 დოლარი კვლავ რჩება. თუ ამ ნიშნულს მონერო გადალახავს მოსალოდნელია, რომ ფასი 81 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსები ინვესტორებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი