ენტონი პომპილიანო: 2021 წელს ბიტკოინის ფასი 100.000 დოლარს მიაღწევს

0
1641

Morgan Creek Digital Assets-ის თანადამფუძნებელი, ენტონი პომპილიანო აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასი 2021 წელს 100.000 დოლარს მიაღწევს.

BloxLive.tv-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ინსტიტუციონალურ ინვესტორებს დიდი როლი აქვთ ფასების ზრდის ტენდენციის პროცესში.

“გასული წლის აგვისტოში ვფიქრობდი, რომ ბიტკონის ფასი 3000 დოლარამდე გაიზრდებოდა. თუმცა ეს იყო მანამ სანამ, კურსი 10.000 დოლარაზე დაფიქსირდებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული 100.000 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა Morgan Creek Digital Assets-ის თანადამფუძნებელმა, ენტონი პომპილიანომ.

2018 წლის მიწურულს, როდესაც ციფრული ვალუტის კურსი ძალიან არასტაბილურად გამოიყურებოდა Morgan Creek Digital Assets-ის დამფუძნებელმა ინვესტორებს მოუწოდებდა, რომ ვაჭრობისგან თავი შეეკავებინათ და ფასების ზრდას დალოდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ციფრული ვალუტების ფასები მკვეთრად იყო შემცირებული. გარკვეული პერიოდი ბიტკოინმა კვლავ მოახერხა 4.000 დოლარის ნიშნულის დაკავება, თუმცა ერთ დღეში ისევ 3.800 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

ამჟამად კი ფასები მკვეთრად შეცვლილია. ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი 12.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი