KODAK-ი კრიპტოვალუტა KODAK coin-ს გამოუშვებს

0
1952

Kodak-ი WENN Digital კომპანიასთან ერთად საკუთარი კრიპტოვალუტის – kodak coin-ს გამოშვებას დაიწყებს. ეს იქნება ე.წ. ფოტო-ცენტრისტული კრიპტოვალუტა, რომელიც საავტორო უფლებების კუთხით ფოტოგრაფებსა და სააგენტოებს მეტი კონტროლის საშუალებას მისცემს .

WENN Digital არის კომპანია, რომელიც BloCkchain-ის სისტემის განვითარებაზე მუშაობს. BloCkchain-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, KODAKOne-ი საავტორო უფლებების მართვის პლატფორმას დაშიფრულ, ციფრულ “ლეჯერს” შექმნის, სადაც ფოტოგრაფები დაარეგისტრირებენ საკუთარ როგორც, ახალ ისე საარქივო ნამუშევრებს.

“ახალი პლატფორმის მიმზიდველობა გამოიხატება იმით, რომ ფოტოგრაფები ფლობენ ინფორმაციას თავიანთი ნამუშევრებისა და შემოსავალის უსაფრთხოებასა და საიმედოდ დაცულობაზე. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ KODAKCoin-ით” – აღნიშნა WENN Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან დენეკემ.

KODAKCoin-თან ერთად ფოტოგრაფები მონაწილეობენ ფოტოგრაფიის ახალ ეკონომიკაში. ამ პლატფორმის გამოყენებით მათ შეუძლიათ თავიანთი საქმიანობის შესრულებისთანავე მიიღონ ანაზღაურება. ასევე, პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს შეეძლებათ თავიანთი ნამუშევრების გაყიდვა უსაფრთხო BloCkchain პლატფორმაზე. დაცვისა და მონიტორინგის მიზნით,
KODAKOne პლატფორმა ფოტოების რეგისტრაციის IP მისამართის უწყვეტ ვებ-ძიებას მუდივად უზრუნველყოფს.

“ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ბევრისთვის Blockchain ტექნოლოგია და კრიპტოვალუტა “ცხელი” მოდური სიტყვები, მაგრამ ფოტოგრაფები, რომლებიც დიდი ხანია იბრძვიან, საავტორო უფლებებისათვის ეს მოდური სიტყვები არის მათი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა” – განაცხადა კოდაკის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ კლარკმა.

თავდაპირველი მონეტარული შეთავაზება 2018 წლის 31 იანვარს გაიხსნება და ღია იქნება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და სხვა შერჩეულ ქვეყნებში აკრედიტირებულ ინვესტორებისათვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი