ირანი კრიპტოვალუტის მაინინგს სამთავრობო სტრუქტურებში დაუშვებს

0
2417

ირანის უზენაესი კიბერსივრცის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ქვეყნის სხვადასხვა სამინისტრო კრიპტოვალუტის მაინინგში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო IBENA იუწყება.

მოხსენების თანახმად, კიბერსივრცის საბჭოს მდივანმა აბოლჰასან ფიროზაბადიმ ხაზი გაუსვა, რომ ისეთი კრიპტოვალუტის მოპოვება, როგორიცაა ბიტკოინი დაშვებულია მთავრობების მიერ.

თუმცა, ოფიციალურად, კანონმდებლობა ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის შემოღებული, რათა სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს მთავრობის ამ ინიციატივას.

როგორც ფიროზაბადიმ განაცხადა, კრიპტოვალუტის მაინინგის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამ საქმეში ჩართულია საინფორმაციო და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიის სამინისტრო, ცენტრალური ბანკი, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო.

კიბერსივრცის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ირანის ეროვნულ კიბერსივრცეში ასევე ვითარდება კრიპტოვალუტის მაინინგის რეგულაციის სისტემაც. მან დასძინა, რომ მთავრობა ასევე განიხილავს ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის საკითხსაც, რათა შექმნას ფინანსური ინსტრუმენტი ირანელ ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობით აშშ-ის სანქციების ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქების მიზნით.

აბოლჰასან ფიროზაბადიმ განაცხადა, რომ შესაბამისი ორგანოები სექტემბრის ბოლოს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სისტემის შესახებ კომპანიებს ინფორმაციას მიაწვდიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი