ინდოეთის კრიპტობირჟები ცენტრალური ბანკისგან მკაფიო მითითებების მიღებას ითხოვენ

0
1510

ინდოეთის კრიპტოვალუტის ბირჟები ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებულ მკაფიო მითითებების გაგზავნას ითხოვენ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ კრიპტო კომპანიებზე მომსახურების გაწევის აკრძალვის შემდეგ, ქვეყნის ციფრული ვალუტების ბირჟა მკაფიო საგადასახადო მითითებების ჩამოყალიბებას ითხოვს.

4 მაისს, India Times–მა ასევე დაწერა, რომ ინდოეთის რამდენიმე კრიპტოვალუტის ბირჟამ ცენტრალური ბანკის მისამართით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საჭიროა ოპერაციების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა, კრიპტოვალუტის კლასიფიკაცია და ა.შ.

2019 წლის ზაფხულში მედიით გავრცელდა კრიპტოვალუტისა და Blockchain კვლევითი კომპანიის Crebaco Global Inc–ის აღმასრულებელი დირექტორის, სიდჰარტ სოგანის მოსაზრება.

ის მიიჩნევდა, რომ ინდოეთი დაკარგავდა 12,9 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზარს, თუკი ქვეყანაში ციფრული ვალუტით ვაჭრობა აიკრძალებოდა.

ინდოეთში ციფრული ვალუტით ვაჭრობა აკრძალული არაა, მაგრამ მარეგულირებელი სისტემა ძალიან ბუნდოვანია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით ინდოეთის სარეზერვო ბანკს კრიპტო კომპანიებთან ნებისმიერი სახის ფინანსური კავშირი აეკრძალათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი