დიდი ბრიტანეთის ფინანსური ქცევის ორგანო კრიპტო დეპარტამენტს ქმნის

0
1461

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანო (FCA) ეძებს კრიპტო ინდუსტრიაში გამოცდილ თანამშრომლებს მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად.

როგორც ცნობილი გახდა, ინდუსტრიის მარეგულირებელი ახალი კრიპტო დეპარტამენტის გახსნას აპირებს, რომელიც, თავის მხრივ, კრიპტოვალუტის სექტორის რეგულაციას გულისხმობს.

LinkedIn-ზე FCA-ს ვაკანსიების მიხედვით, ხელისუფლება ახლა ეძებს ციფრული ვალუტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ასევე – გადახდების და კრიპტოვალუტის სექტორის დეპარტამენტის დირექტორს.

როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტის სექტორის დირექტოორის მოვალეობებში კრიპტო პოლიტიკის განსაზღვრა და ზედამხედველობა შედის.

მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ვაკანტური ადგილების შევსების შემთხვევაში ისინი კრიპტო მარეგულირებელ გადაწყვეტილებებზე იქნებიან პასუხისმგებელნი.

“აღნიშნული ვაკანსიების გამოცხადება არის FCA-ს გეგმის ნაწილი, რათა სპეციალური განყოფილება კრიპტოვალუტისთვის შექმნას”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ახალი პოზიცია გადამწყვეტი იქნება მარეგულირებლის მხრიდან კრიპტოზედამხედველობის მცდელობებისთვის.

„ჩვენ ვეძებთ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რათა ააშენოს და წარმართოს ახალი კრიპტო დეპარტამენტი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს FCA-ს მარეგულირებელ საქმიანობას ამ სწრაფად განვითარებად ბაზარზე”,- წერია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი