2021 წელს თურქეთი სტაბილკოინის ტესტირებას აანონსებს

0
1737

ინფლაციის ფონზე თურქეთი ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის ტესტირებას აანონსებს.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, ციფრული ლირა 2019 წელს შეიქმნა. ამჟამად ქვეყანა სამომხმარებლო ფასების ზრდასა და ინფლაციას განიცდის.

თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის, ნაცი აგბალის განცხადებით დასრულდა ”კონცეპტუალური” კვლევა თურქეთის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზე და ასეთი ვალუტის პრაქტიკული ტესტირება 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

”ციფრული ფულის შესახებ ინიცირებულია R&D პროექტი. ამჟამად ამ პროექტის კონცეპტუალური ეტაპი დასრულებულია. ჩვენი მიზანია 2021 წლის მეორე ნახევარში საპილოტე ტესტების დაწყება”,-აღნიშნა ნაცი აგბალიმ.

თურქეთი ციფრულს ლირას ჯერ კიდევ 2019 წლიდან იკვლევს.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიფ ერდოღანი კი ირწმუნებოდა, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს დასრულდებოდა ციფრული ლირას კვლევა.

თუმცა არსებულმა პანდემიამ პროცესების ამ გრაფიკში მოსწრებას ხელი შეუშალა.

შესაბამისად, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულმა ციფრული ვალუტის დატესტვის თარიღმა 2021 წლამდე გადაიწია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი