ანალიტიკოსები: წლის ბოლომდე ბიტკოინი ფასის მატებას გააგრძელებს

0
1502

ბიტკოინის ფასი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო იმატებს. ექსპერტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ 2020 წლის ბოლომდე კრიპტოვალუტა კურსის ზრდას გააგრძელებს.

დღევანდელი, 17 დეკემბრის მონაცემებით, ციფრული ვალუტის კურსმა 22.000 დოლარის დონეს გადააჭარბა და 23.000 დოლარის დონეს მიაღწია.

ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდას 23.500 დოლარის ფარგლებში პროგნოზირებენ.

Bloomberg–ის უახლესი პოსტიდან ირკვევა, რომ კომპანია ბიტკოინის ფასის ზრდას ელოდება. ბიტკოინის მოსალოდნელი დონე 2020 წლის ბოლომდე 20.000 დოლარია. თუმცა როგორც პოსტშია აღნიშნული კრიპტოვალუტის კურსმა შესაძლოა, 28.000 დოლარის დონემდეც კი მოიმატოს.

ამერიკული ინტერნეტ ბლოგის, Barstool Sports-ის დამფუძნებელმა დეივ პარტნოიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, ბიტკოინის კურსი 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ანალიტიკოსი ადამ ბექი ფიქრობს, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ბიტკოინის ფასი 300.000 დოლარამდე გაიზრდება.

Real Vision-ის დამფუძნებლის აზრით კი, ბიტკოინის კურსი 2025 წლისთვის ერთი მილიონი დოლარი იქნება.

ცოტა ხნის წინ, ენტონი პომპილიანომ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 2021 წელს 100.000 დოლარს მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი