ავსტრალიის უსაფრთხოების კომისარი სისტემაში Blockchain-ის დანერგვას აპირებს

0
1046

ავსტრალიის eSafety-ს, ინტერნეტ უსაფრთხოების კომისარმა, ჯული ინმან გრანტმა წამოაყენა ინიციატივა Blockchain-ზე დაფუძნებული პირადობის მონაცემების დადასტურების შესახებ.

მან განმარტა, რომ ეს დაეხმარება ქვეყანას ინტენეტ მეკობრეებთან, ტროლებთან და სხვადასხვა სახის ონლაინ დანაშაულთან ბრძოლაში, ხოლო მომხმარებლის ანონიმურობა კვლავაც დაცული იქნება.

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, კომისარმა აღნიშნა რომ მიუხედავად ანონიმურობის დაცულობისა, რომელიც სასარგებლოა ინტერნეტმომხმარებლისათვის, არიან ადამიანები, ვინც ამ ანონიმურობასაა ამოფარებული და აზიანებენ სხვა მომხმარებლებს.

გრანტის თქმით, როგორც კი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება საქმეში მაშინვე სამართალდამცავები ჩაერთვებიან.

”პროვაიდერებს Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, ინტელექტუალური შესაძლებლობების, მოწინავე ტექნოლოგიაზე წვდომის, უზარმაზარი ფინანსური რესურსების და უკეთესი სისტემების შექმნის მიზნით, რომლებიც განსაზღვრავენ თუ ვინ არღვევს მომსახურების პირობებს”,- აღნიშნა კომისარმა.

ჯული ინმან გრანტი 1990-იანი წლებში კომპანია “მაიკროსოფტის” თანამშრომელი იყო. ამავე დროს, ის ასევე მუშაობდა შტატების ინტერნეტ უსაფრთხოების კანონის განვითარებაზე.

გრანტი ფიქრობს, რომ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება ციფრული საიდენტიფიკაციო გადაწყვეტილებების შესაქმნელად კარგი გამოსავალია. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ Blockchain-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაც მუშაობს, მათ შორის არის: იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ და ჩინეთი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი