აშშ-ს ერთ-ერთი საკალათბურთო გუნდი საქველმოქმედო მიზნით ეთერიუმის მაინინგს გამოიყენებს
საკალათბურთო გუნდმა, Sacramento Kings-მა კრიპტოვალუტის მაინინგის საშუალებით საქველმოქმედო პროგრამის შექმნა გადაწყვიტა. საკალათბურთო გუნდი კომპანია MiningStore-თან თანამშრომლობს, რათა შექმნას ეთერიუმის მაინინგისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. მაინინგისგან მიღებული ყველა კრიპტო შემოსავლი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობას მოხმარდება. საკალათბურთო გუნდის მფლობელი ვივეკ რანადივი აცხადებს, რომ მაინინგის საქველმომედო პროგრამა მიზნად ისახავს ახალი თაობისა და ზოგადად საზოგადოების ხელშეწყობას და მომზადებას მომავლის ცვლილებებისთვის….