11 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
623

სამშაბათს, 11 დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი კლების ტენდენციას განაგრძობდა. 24 საათის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი 6%-მდე შემცირდა.

გუშინ, ბიტკოინის ფასი 3.400 დოლარის ბარიერის ქვემოთ აღმოჩნდა. თუმცა, დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 3.397 დოლარი ჯერ კიდევ არ არის კვირის მანძილზე არსებული ყველაზე დაბალი ნიშნული. წინა კვირას, 7 დეკემბერს დღის მანძილზე ბიტკოინის ფასი 3.280 დოლარამდე დაეცა.

უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კი ბიტკოინის კურსმა 2% დაკარგა და საბოლოოდ კრიპტოვალუტის ფასი 3.400 დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება რიპლის: ალტკოინის კურსმა ერთი დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 1%-ით დაიკლო. გუშინ რიპლის კურსი მერყეობდა, თუმცა არა დიდი დიაპაზონით. ციფრული ვალუტის ფასი ძირითადად 0.28-სა და 0.31 დოლარს შორის მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 108 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი