შვეიცარიაში დაფუძნებული ბანკი საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის

0
691

შვეიცარიაში დაფუძნებული ონლაინ ბანკი Dukascopy საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის, რომელიც ეთერიუმის Blockchain-ზე იქნება დაფუძნებული.

გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, Dukascopy გეგმავს Dukascash-ის გამოცემას, რომლის ყიდვაც ევროთი, შვეიცარიული ფრანკითა და აშშ დოლარით იქნება შესაძლებელი.

უფრო ადრე კი, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში დაფუძნებული აქტივების მართვის კომპანია Tiberius Group AG-ი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებდა. კრიპტოვალუტა ლითონით უნდა ყოფილიყო გამყარებული.

ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა.

როგორც ცნობილია, კომპანია Blockchain-ზე დაფუძნებულ მონეტას გამოუშვებს, რომელიც გამყარებული იქნება სპილენძით, ალუმინით, ნიკელით, კობალტით, კალით, ოქროთი და პლატინით.

“იმის ნაცვლად, რომ ციფრული ვალუტა მხოლოდ ერთი ლითონით იყოს გამყარებილი ჩვენ მიერ შერჩეული ლითონების მთლიანობა მონეტის ფასის სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც ინვესტორებისთვის უფრო ხელსაყრელიც იქნება”,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუზეპე რეფალომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი