2 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1529

სამშაბათს, 2 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

30 სექტემბერს დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, ბიტკოინის კურსი მერყევი გახდა. ბიტკოინის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 0.15%-ით შეძლო კურსის გაუმჯობესება. საბოლოოდ კი, ფასი 6.564 დოლარზე დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინმა მოახერხა და დღის გარკვეულ მანძილზე 6.600 დოლარზე ვაჭრობდა საბოლოოდ მაინც 6.500 დოლარის ფარგლებში გაჩერდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ 2%-ით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 1%-ით შემცირდა. ალტკოინის ღირებულებამ კი 227 დოლარი შეადგინა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი, რომ ეთერიუმის თვის განმავლობაში დაფიქსირებული დანაკარგი 23%-ს შეადგენს. ხოლო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე მიღწეული მოგება კი 3.5%-ია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 220 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი