ტაილანდის 4 კრიპტო კომპანიას ლიცენზია მიენიჭა

0
533

ტაილანდის ფინანსთა სამინისტრომ ციფრული ვალუტების 4 კომპანიას ლიცენზია მიანიჭა.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ გამოაქვეყნა.

განცხადების თანახმად, ლიცენზიები ფინანსთა სამინისტროს მიერ კომისიის საბჭოს რეკომენდაციით გაიცა. ლიცენზია ოთხმა კრიპტო კომპანიამ მიიღო. ეს კომპანიებია: Bitcoin Exchange-ი, Bitkub Online-ი, Satang Corporation-ი და კრიპტოვალუტის საბროკერო ფირმა Coins TH Co.

გარდა ამ კომპანიებისა, ორ სხვა განმცხადებელს, Cash2coin-ს და სამხრეთ აზიის ციფრული ბირჟის კომპანიას SEADEX-ს უარი ეთქვა სალიცენზიო დოკუმენტაციის მიღებაზე. მიზეზი სავარაუდოდ, აუცილებელი აკრედიტაციის კრიტერიუმების შეუსრულება იყო.

როგორც ცნობილი გახდა Cash2coin-მა და SEADEX-მა ოპერირება უნდა შეწყვიტოს. თუმცა ფინანსთა სამინისტრომ კომპანიებს 14 იანვრამდე მისცა მუშაობის გააგრძელების საშუალება.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ შვიდ კომპანიას კრიპტო მომსახურეობის ნება დართო.

ამასთანავე, ფინანსური მარეგულირებელი აქტიურად მოუწოდებს საზოგადოებას თავი აარიდოს არალიცენზირებულ კრიპტოვალუტის ბირჟებთან ურთიერთობას, რადგან ეს მაღალი ფინანსური რისკების შემცველია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი