სამხრეთ კორეის კომპანია Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

0
495

Union Mobile-მა, რომელიც არის მეოთხე უმსხვილესი გადამზიდი ოპერატორი სამხრეთ კორეაში, განაცხადა, რომ Blockchain პროექტს იწყებს.

პროექტის სახელწოდება ELYNET-ი იქნება.

Union Mobile–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ELYNET მიზნად ისახავს Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას, რათა კომუნიკაცია უფრო ეფექტური გახდეს მომხმარებლებისთვის.

სავარაუდოდ, ELYNET-ი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს გამოიყენონ მონაცემთა კომუნიკაციის სერვისები გადასახადების გარეშე.

“როდესაც მომხმარებლები დაუკავშირდებიან საკომუნიკაციო ქსელს, ELYNET-ის საკუთარი ოპერაციული სისტემის საშუალებით მათ შეუძლიათ თავისუფლად ისარგებლონ სხვადასხვა კომუნიკაციით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გადასახადის გარეშე”,- განაცხადა Union Mobile–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სეიონგ როუმ.

უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეა Blockchain ტექნოლოგიით აქტიურად არის დაინტერესებული.

სამხრეთ კორეის უძველესმა ბანკმა, Shinhan Bank-მა, ორ კომპანიასთან დაიწყო თანამშრომლობა, რათა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა შეემუშავებინა.

ადგილობრივი მედია საშუალება, Korea Times-ის ცნობით, Shinhan Bank-ის წარმომადგენელმა Ground X და Blockchain-ის დეველოპერთან Hexlant–თან ხელი მოაწერა ურთიერშეთანხმების მემორანდუმს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტნიორები ერთობლივად შეიმუშავებენ საბანკო მომსახურებითვის უსაფრთხოების მართვის სისტემას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი