შვეიცარიის მარეგულირებელი Facebook-ის კრიპტოვალუტას რეგულაციას დაუწესებს

0
1481

შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებლის განცხადებით, ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ზედამხედველობას უწევს Facebook–ის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტას, Libra-ს.

Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუს დროს, ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო ორგანოს დირექტორმა, მარკ ბრენსონმა აღნიშნა, რომ ქვეყანას შეუძლია Libra-ს მარეგულირებელ სისტემაში მოქცევა.

“შვეიცარიის მარეგულირებელი ყველა დეტალს არ არეგულირებს. თუმცა კრიპტოვალუტას ნამდვილად სჭირდება რეგულაცია. რისკები ცნობილია, მაგალითად, ფულის გათეთრებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და ზოგადად სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებით. ამ საკითხებისთვის უკვე არსებობს რეგულაციები”,- აღნიშნა ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო ორგანოს დირექტორმა.

ცოტა ხნის წინ, ეროვნული საბჭოს 99 წევრმა, შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის ქვედა პალატამ, მხარი დაუჭირა ლიბერალური ფრთის წარმომადგენლის, ჯოვანი მერლინის მიერ შემოთავაზებულ რეგულაციებს. 83 დეპუტატი კი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 10-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რეგულაციების თანახმად, ორივე, ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლების კანონმდებლობა უნდა გახდეს კრიპტოვალუტის მიმართ ადაპტირებული.

“კრიპტოვალუტა უნდა იყოს დეცენტრალიზებული, Peer-to-peer მონაცემთა ქსელზე დაფუძნებული. ციფრული ვალუტების უმეტესობა სრულიად ანონიმურია, რაც გარკვეულწილად საფრთხის შემცველიც არის”,- განაცხადა ჯოვანი მერლინიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი