ტაილანდი კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულაციას გეგმავს
ტაილანდის ოფიციალური სტრუქტურები კანონპროექტზე მუშაობენ, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტის ბაზარს საგადასახადო შემოსავლის კუთხით გააკონტროლებს. მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნათპორნ ჩატურიპიტაკმა და ტაილანდის ფინანსთა მინისტრმა კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულირების წინადადება ფულის გათეთრებისა და გაყალბების თავიდან აცილების მიზნით წარმოადგინეს. წესები სავარაუდოდ ამ თვის ბოლოს დადგინდება. თებერვლის შუა რიცხვებში ტაილანდის ცენტრალური ბანკის მმართველმა ბანკებს მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინათ კრიპტოვალუტით ვაჭრობისა და…