ინდოეთის მთავრობას ბიტკოინისთვის რეგულაციის დაწესება არ შეუძლია

0
2111

ინდოეთის მთავრობის ანტიპათია კრიპტოვალუტის მიმართ საიდუმლოს არ წარმოადგენს. ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები მრავალჯერ გააფრთხილა კრიპტოვალუტისგან თავი შორს დაეჭირათ. მაგრამ საქმე ისაა, რომ კრიპტოვალუტა, მათ შორის ბიტკოინი ოფიციალურად არამც თუ აკრძალულია, არამედ რეგულირებულიც კი არ არის.

შაკტიკანტა დესი ინდოელი ფინანსისტი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტისათვის რეგულაციის შემოღება საკმაოდ რთული ამოცანა იქნება.

“ვისაც სურს ციფრული ვალუტის გამოყენება ამას საკუთარი სახლიდან მოახერხებს, მაგრამ თქვენ ვერ შეხვალთ ყველა მოქალაქის სახლში იმის შესამოწმებლად, თუ რა სახის ტრანზაქციები მიმდინარეობს იქ”,- განაცხადა შაკტიკანტა დესმა.

შაკტიკანტა დესი არის საფინანსო კომისიის წევრი, რომელიც ქვეყნის მთავრობის საფინანსო სისტემას იკვლევს.

2018 წლის თებერვალში ფინანსთა მინისტრმა არუნ ჯეიტლიმ მთავრობის ოფიციალური პოზიცია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაიმეორა: “ინდოეთში კრიპტოვალუტა ლეგალურ განაცხადს არ წარმოადგენს”. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რათა ციფრული ვალუტა არალეგალურ ფინანსურ საქმიანობაში არ გამოიყენონ.

ამავდროულად, კომერციულმა ბანკებმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების აღმოსაფხვრელად ზომები მიიღეს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ინდოეთის მოქალაქეები კრიპტოვალუტით დიდად არიან დაინტერესებულები, რადგან თებერვალში ინდოეთის საშემოსავლო გადასახადების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც იუწყებოდა რომ ქვეყნაში როგორც მინიმუმ 100.000 კრიპტოვალუტის ინვესტორი ოპერირებდა.

მიუხედავად მთავრობის ზეწოლისა, ინდოეთის კრიპტოვალუტის სექტორი კვლავაც მზარდია. ბოლო კვლევის თანახმად, ქვეყანაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილები გასული წლის ექვსი თვის განმავლობაში თითქმის 300 პროცენტით გაიზარდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ კრიპტოვალუტის მომავალთან დაკავშირებით ინდოელებს ოპტიმისტური განწყობა აქვთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი