Bithumb-მა 11 ქვეყნის მოქალაქეების ანგარიშები დახურა
კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა Bithumb-მა კონკრეტულ ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებელს კრიპტოვალუტით ვაჭრობა აუკრძალა. აკრძალვის მიზეზად ფულის გათეთრების რისკი დასახელდა. 27 მაისს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში Bithumb-მა დაადასტურა, რომ აღარ ითანამშრომლობს ფინანსურ საკითხებში საეჭვო რეპუტაციის მქონე ქვეყნებთან. Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, Bithumb-ი ვაჭრობის მოცულობით რიგით მეხუთე ბირჟაა. Bithumb-მა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: “იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა კატეგორია კრიპტოვალუტას ტერორიზმის დაფინანსების ან…