Wall Street-ის ანალიტიკოსი: გაყიდეთ ალტკოინები, იყიდეთ ბიტკოინი!

0
3465

ინვესტორმა სპენსერ ბოგარტმა CNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ღირებულება მინიმუმ 10.000 დოლარი იქნება.

სპენსერ ბოგარტი პარტნიორობს კომპანია Blockchain Capital-თან. ასევე, ის იყო Wall Street-ის პირველი ანალიტიკოსი, რომელმაც Blockchain-ისა და ბიტკოინის წარმატების პროგნოზი გააკეთა.

CNBC-ისთან ინტერვიუში მან საბანკო სექტორში ბიტკოინის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. “ყველა მსხვილი ბანკი ცდილობს კრიპტოსივრცეში რაღაც გააკეთოს. ისინი აპირებენ შესთავაზონ ბიტკოინი თავიანთ კლიენტებს ან ცდილობენ გახსნან სავაჭრო პლატფორმები”,-აღნიშნავს ბოგარტი.

ბოგარტმა განაცხადა, რომ ის გაყიდიდა კარდანოს, იოტას, მაგრამ დაიტოვებდა ეთერიუმს, რიპლისა და ბიტკოინ Cash-ს.

მან ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის სივრცის ღრმა ინსტიტუციონალიზაცია გრძელვადიანი პროცესია, თუმცა პოზიტიური შედეგების მომტანი იქნებოდა ბიტკოინის მომავლისთვის.

სპენსერ ბოგარტმა ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ასეთი აქტიური როლი ტრადიციულ საფინანსო სექტორში, განსაკუთრებით კი, ბოლო დროს, ეროვნული ვალუტის კრიზისის დროს ბიტკოინის გამოყენების შანსებს ზრდის.

“ვაჭრობს ბიტკოინი დაბალი ფასით? რა თქმა უნდა, მაგრამ იქნება ამაზე მაღალი ფასის მაჩვენებელი წლის განმავლობაში? რა თქმა უნდა, ჩემი პასუხია დიახ. მე ვდებ სანაძლეოს, რომ ამ წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარს გადააჭარბებს”,- აღნიშნავს სპენსერ ბოგარტი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი