რუსეთის მიერ გამოშვებული სახელმწიფო კრიპტოვალუტა რუბლის ექვივალენტი იქნება

0
170

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა stablecoin-ი ეროვნული ვალუტის რუბლის ექვივალენტი იქნება.

ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი აქსაკოვი აცხადებს, რომ “კრიპტო რუბლი”, რომელიც მოსალოდნელია, რომ მას შემდეგ იქნეს გამოცემული, რაც რუსეთში ციფრული ვალუტის ინდუსტრია დარეგულირდება, იარსებებს უბრალოდ დაშიფრული, ციფრული ფორმით.

ამასთანავე, კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შესაძლებელი იქნება stablecoin-ის რუბლში გადაცვლა. მაგალითად, მომხმარებელი ბანკში 100 რუბლის სანაცვლოდ 100 stablecoin-ს მიიღებს.

ანატოლი აქსაკოვმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ “კრიპტო რუბლი” Blockchain-ზე იქნება დაფუძნებული. ამასთანავე, კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ Blockchain ტექნოლოგია ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანო stablecoin-ის გამოშვების შესახებ მსჯელობდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ კრიპტოვალუტა ცენტრალური ბანკის მიერ გაიცემოდა. როგორც ცნობილია, stablecoin-ი მიმოქცევაში 2019 წლიდან გაეშვება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი