ამერიკის ქალაქ პლაცბურგში მაინინგის ოპერაციების დაწყება დროებით აიკრძალა

0
558

ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქმა, პლაცბურგმა კრიპტოვალუტის მაინინგი ნაწილობრივ აკრძალა.

საქმე იმაშია, რომ ქალაქის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რაც კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებით 18 თვიან მორატორიუმს გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მორატორიუმი ეხება ბიტკოინის ახალ მაინერებს და არა, მათ ვინც ამ საქმიანობით უკვე დაკავებულია.

მორატორიუმის იდეა ქალაქის მერს, ქოლინ რიდს ეკუთვნის. თუმცა, მიზეზი ქალაქში მცხოვრები მაინერების მხრიდან ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებაა.

პლაცბურგი სარგებლობს იაფი ელექტროენერგით. ქალაქს ელექტროენერგია წმინდა ლოურენსის მდინარეზე განთავსებულ ჰიდროელექტრო კაშხლით მიეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა 0.045 დოლარს კილოვატ საათში იხდის, ბიტკოინის მაინინგის საწარმოები 0.02 დოლარს იხდიან.

როგორც ცნობილი გახდა, პლაცბურგის ყველაზე დიდი ბიტკოინის მაინინგის საწარმო იანვარსა და თებერვალში ქალაქის 104 მეგავატიანი ელექტროენერგიის 10% იყენებდა.

მომდევნო 18 თვის განმავლობაში, ოფიციალური პირები მოსახლეობასთან ერთად იმუშავებენ პრობლემის მოგვარებაზე. კერძოდ, ქალაქმა უნდა შეიმუშავოს გეგმა, თუ როგორ შეიძლება მაინინგისას ელექტროენერგიის ნაკლებად დახარჯვა.

ჯერჯერობით პრობლემის მოსაგვარებლად ორი გზა არსებობს: მაინერებმა უნდა გადაიხადონ ჭარბად გამოყენებული ელექტოენერგიის საფასური ან უნდა გაეზარდოთ ელექტროენერგიაზე გადასახადი.

ტომ ფილვორზმა, ქალაქის მაცხოვრებელმა, რომელიც ბიტკოინის მაინინგის საწარმოსთან თანამშრობლობს განაცხადა, რომ მაინერები მზად არიან გადაიხადონ მაინინგის საქმიანობისთვის ზედმეტად გახარჯული ელექტროენერგიის საფასური. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ მაინინგის ბიზნესი ბევრად ღირებულია ვიდრე, შექმნილი პრობლემა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი