ვენესულის პრეზიდენტი: 16 ბირჟის სერთიფიცირება პეტროს სისტემის სანდოობას აჩვენებს

    ვენესუელის გაზეთის Correo del Orinoco-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა 16 კრიპტოვალუტის ბირჟას სერტიფიკატები მიანიჭა. ეს ფაქტი საერთაშორისო ბაზარზე ხელს შეუწყობს ვენესუელის ეროვნულ კრიპტოვალუტა პეტროთი ოპერაციების შესრულებას.

    “16 ბირჟის სერთიფიცირება პეტროს სისტემის სანდოობას აჩვენებს”,-განაცხადა ნიკოლას მადურომ.

    მადურომ პეტროს წინასწარი გაყიდვის ოფიციალურად დახურვა 19 მარტს გამოაცხადა. ვენესუელის პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ წინასწარი გაყიდვიდან პრისეილის შეწყვეტამდე პეტროდან მიღებულია 3.3 მილიარდი დოლარი, ხოლო კრიპტოვალუტის ვაჭრობაში 127-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

    “მე უნდა განვაცხადო პეტროს პირველი წინასწარი გაყიდვის დახურვაზე. პრისეილი დაიხურა 3.3 მილიარდზე. ეს ეკონომიკური სასწაულია!”-განაცხადა ნიკოლას მადურომ.

    ნიკოლას მადურომ ისიც აღნიშნა, რომ 1 მილიარდ დოლარს, რომელიც პეტროს ვაჭრობიდან არის შემოსული ქვეყნის ტრადიციული ეკონომიკის განვითარებას მოახმარს.

    შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადურო ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნას 21-ე საუკუნის პროექტად აფასებდა. ამასთანავე, პეტეროს წინასწარი გაყიდვის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ვენესუელის მთავრობამ კრიპტოვალუტის შესახებ უფასო ტრენინგ-კურსების ჩატარება დაიწყო. ტრენინგი ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, ვისაც სურდა კრიპტოვალუტის შესახებ ყველანაირი სახის ინფორმაცია მიეღო.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *