მოროკოს ხელისუფლება Blockchain ტექნოლოგიას განავითარებს

0
1154

მოროკო ცდილობს ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას. როგორც ცნობილი გახდა, მთავრობა ქვეყნის ფინანსურ სექტორში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს.

მოროკოს დედაქალაქ რაბატში, აფრიკის Blockchain სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, აბდელატიფ ჯუჰრიმ განაცხადა, რომ მოროკო ამ ტექნოლოგიას ფინანსურ სერვისებზე წვდომის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Morocco World News-ი ავრცელებს.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ Blockchain ტექნოლოგია დაეხმარება მოროკოს მიაღწიოს თავის მიზანს, უზრუნველყოს, რომ ყველა პირს და ბიზნესს ჰქონდეს სამართლიანი წვდომა ოფიციალურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურეობაზე იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

როგორც ცნობილი გახდა, ცენტრალური ბანკი აპირებს შექმნას Blockchain-ის უფრო იაფფასიანი მოდელები, რათა დაუცველ მოქალაქეებს გაუწიონ ფინანსური მომსახურება და შეიმუშაონ ხელსაყრელი პირობები უნაღდო ოპერაციებისა და ანგარიშსწორებისთვის.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოროკო აპირებდა კრიპტოვალუტის მაინინგის დაშვებას. ამასთანავე, ეს იყო ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც საშუალებას მისცემდა საფუძველი ჩაეყარა რეგიონში მაინინგის კომპანიების საქმიანობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი