მარეგულირებელი: კრიპტობირჟა Binance-ი მალტაზე არსებული რეგულაციის მიღმა არის

0
647

მალტას ფინანსური სერვისების ორგანო აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ისთვის მას არასდროს გაუცია ნებართვა მუშაობის დაწყებაზე.

ფინანსური სერვისების ორგანომ გამოაქვეყნა საჯარო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცნობებში Binance-ი მოიხსენიებოდა, როგორც მალტაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის კომპანია. აღსანიშნავია, რომ ბირჟა შეიძლება ოპერირებდეს მარეგულირებელი წესების მიღმა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ადგილობრივი მედია საშუალება მაგალითად, Malta Today Binance-ს მოიხსენიებს, როგორც მალტაზე დაფუძნებულ რეგულირებად კრიპტო ბიზნესს. ფინანსური სერვისების ორგანო კი აცხადებს, რომ ბირჟა მარეგულირებელ სტრუქტურას არ ექვემდებარება.

უნდა აღინიშნოს, რომ Binance-ის მალტაზე გადასვლის შესახებ მედიაში ინფორმაცია 2018 წლის მარტში გავრცელდა. ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ მალტაზე ოფისის გახსნა იაპონიის მარეგულირებლის მხრიდან წამოსულ გაფრთხილებებს უკავშირდებოდა.

ამასთანავე, მალტას პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მასკატმა Twitter-ზე დაწერა, რომ Binance-ის მალტაში დაფუძნებით აღფრთოვანებული იყო.

“ჩვენი მიზანია გლობალურ დონეზე ვიყოთ ინოვაციის პიონერები Blockchain-ზე დაფუძნებული ბიზნესის რეგულირებისა და იურისდიქციის საერთაშორისო სტანდარტების მხრივ “,- აღნიშნული იყო პრემიერ-მინისტრის Twitter-ის გვერდზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი