მალაიზიაში უკანონო მაინინგის ფაქტი დაფიქსირდა

0
1328

მალაიზიის პოლიციამ ოთხი კრიპტოვალუტის მაინერი დააკავა. მათი დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ისინი ელექტროენერგიას სახელმწიფო ელექტროსადგურიდან იპარავდნენ.

გამოძიების თანახმად, დაკავებულები კომპანიისგან თვეში 59,000 დოლარის ღირებულების ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შემთხვევა არალეგალური მაინინგის მხრივ პირველი არ არის.

მალაიზიის ელექტრომომარაგების კომპნიამ, Tenaga Nasional Bhd-მა მაინინგის გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ეს კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ელექტროენერგიის განსაკუთრებულად დიდი მოხმარება დაფიქსირდა.

Tenaga Nasional Bhd-ი არის ყველაზე მსხვილი ელექტროენერგიის კომპანია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. როგორც ცნობილია, კომპანიის აქტივების ღირებულება 23.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ ფაქტს პოლიცია განიხილავს, როგორც ელექტროენერგიის მოპარვას. გამომდინარე იქიდან, რომ მაინერები მოხმარებული ენერგიის საფასურს არ იხდიან.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ მალაიზიაში მაინინგის მოტივით ელექტროენერგიის მოპარვის 437 ფაქტი არის დაფიქსირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი